Accentnews.ge
სახელმწიფო სათათბიროში უკრაინასთან ომში პუტინის ყველა მიზნის კრახი აღიარეს

სახელმწიფო სათათბიროში უკრაინასთან ომში პუტინის ყველა მიზნის კრახი აღიარეს

05/06/2023 07:40:35 მსოფლიო

რუსეთმა ვერ მიაღწია ვერც ერთ მიზანს, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შეჭრისას ისახავდა, - აღიარა სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა.

"ოფიციალური განცხადების თანახმად, რუსეთი უკრაინის დენაციფიკაციის, დემილიტარიზაციისა და ნეიტრალიტეტის მიღწევას გეგმავდა, ასევე უნდა დაეცვა დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობა. გეკითხებით, ამ მიზნებიდან რომელია მიღწეული? - არც ერთი! მეტსაც გეტყვით, ზოგიერთმა ამ მიზანმა აზრიც კი დაკარგა. მაგალითად, რა აზრი აქვს უკრაინის ნეიტრალიტეტის მოთხოვნის დაყენებას? ამ ეტაპზე - არანაირი! თუ უკრაინა იარსებებს, ის ნეიტრალური აღარასოდეს იქნება" - განაცხადა ზატულინმა.

მისივე აზრით, დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი უკრაინას ვერ დაიპყრობს. "ისმის კითხვა: გააგრძელებს თუ არა უკრაინა არსებობას ზელენსკის ან მისი სამართალმემკვიდრის თაოსნობით? გააგრძელებს, რადგან ამის დასაძლევად ძალები არ გვყოფნის და მართალია, რუსეთის ხელმძღვანელობა ამ თემაზე საჯარო განცხადებებს თავს არიდებს, მაგრამ შექმნილ ვითარებას მშვენივრად აცნობიერებს" - დასძინა დეპუტატმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S