Accentnews.ge
მედია: უკრაინაში ომისთვის ირანმა რუსეთს საბრძოლო მასალა, მათ შორის რაკეტები მიჰყიდა

მედია: უკრაინაში ომისთვის ირანმა რუსეთს საბრძოლო მასალა, მათ შორის რაკეტები მიჰყიდა

05/06/2023 07:38:10 მსოფლიო

უკრაინაში ომისთვის ირანმა რუსეთს საბრძოლო მასალა, მათ შორის რაკეტები მიჰყიდა, – იუწყება „სქაი ნიუსი".

მისი ცნობით, გამოცემამ მოიპოვა იარაღთან დაკავშირებით სავარაუდო კონტრაქტის დოკუმენტი. „სქაი ნიუსის" წყარო ამტკიცებს, რომ დოკუმენტი 100%–ით ავთენტურია.

როგორც გამოცემა იტყობინება, დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალაზე, რომლის ღირებულებაც ერთ მილიონ დოლარს აღემატება.

მისი ცნობით, დოკუმენტი დათარიღებულია 2022 წლის 14 სექტემბრით და საუბარია სხვადასხვა ზომის საარტილერიო, სატანკო ჭურვებსა და რაკეტებზე.

„სქაი ნიუსმა“ საბუთები აჩვენა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის. კიევმა და ლონდონმა განაცხადეს, რომ აპირებენ, გამოიკვლიონ მასალის ავთენტურობა და თუ დადგინდება, რომ სანდოა, შესაბამის ზომებს მიიღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S