Accentnews.ge
ჩინეთი მზადაა კიევთან სამხედრო კონტაქტების გასაღრმავებლად

ჩინეთი მზადაა კიევთან სამხედრო კონტაქტების გასაღრმავებლად

05/06/2023 07:04:55 მსოფლიო

ჩინეთი მზადაა, უკრაინასთან სამხედრო სფეროში კონტაქტები გააფართოვოს და კიევს ომის დასასრულებლად "ყველა შესაძლებლობის გამოყენებას" სთავაზპბს.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლი შანფუმ უკრაინელ კოლეგა ალექსეი რეზნიკოვს სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

"ისინი მზად არიან ურთიერთობისთვის უკრაინისა და ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობებს შორის კონტაქტების გასაფართოებლად. იმედი გვაქვს, შეხვედრის შემდეგ გარკვეულ დინამიკას ვიხილავთ. უკრაინული მხარე მოლაპარაკებების ფარგლებში ცდილობდა, პეკინს ადგილებზე არსებული ვითარების უკეთესი აღქმა ჩამოყალიბებოდა" - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ გავრილოვმა.

ცნობისთვის: ჩნეთი აგრძელებს მცდელობებს, მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. ომის წლისთავზე პეკინმა "სამშვიდობო გეგმა" წარმოადგინა, თუმცა კიევში მას "არათანმიმდევრული პრინციპების კრებული" უწოდეს. კერძოდ, დოკუმენტი შეიცავს პუნქტს სუვერენიტეტის პატივისცემის შესახებ, მაგრამ არ მოიცავს რუსული მხარისადმი მოთხოვნას, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანოს. პეკინი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, რაც რუსეთს ამოსუნთქვისა და ახალი შეტევისთვის მოსამზადებლად დროს მისცემს, - თლიან, როგორც კიევში, ისე აშშ-სა და ევროკავშოირში.

ჩინეთმა უკრაინაში, რუსეთსა და ევროკავშირში ევრაზიის საქმეთა სპეცწარმომადგენელი ლი ხუეი მიავლინა, რომელსაც საომარი კონფლიქტის დარეგულირების ვარიანტები უნდა შეეთავაზებინა, თუმცა დიპლომატიური ტურნეს შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის წარმომადგენელმა ვარშავა, ბერლინი, პარიზი, ბრიუსელი, კიევი და მოსკოვი მოიარა, ხუეიმ პეკინის სამშვიდობო ინიციატივის კრახის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S