მორავიეცკი: უკრაინა ნატო-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ მან დაიმსახურა ალიანსში გაწევრიანება მოკლე გზით
05/06/2023 06:41:47 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ მან დაიმსახურა ალიანსში გაწევრიანება მოკლე გზით.
"მიმაჩნია, რომ უკრაინა იმსახურებს, შესთავაზონ ძალიან სწრაფი გზა ნატოს-კენ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
მორავიეცკიმ ასევე მოუწოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ტერიტორიულად მოშორებით მდებარეობენ, უკრაინას მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ.


