Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში კონტრშეტევა ნახსენები არაა

უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში კონტრშეტევა ნახსენები არაა

05/06/2023 06:09:15 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციაში არაფრია ნათქვამი კონტრშეტევის თაობაზე, რის შესახებაც წუხელ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 14 სარაკეტო და 40 საავიაციო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები 51-ჯერ დაცხრილეს.

უკრაინის არმიის სარდლობა წინა დღეების მსგავსად აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. მისი ინფორმაციით, გასულ 24 საათში ამ ოლქებში 29 შეტაკება მოხდა.

გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის ავიაციამ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებზე 15 დარტყმა განახორციელა, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 რაიონი, მართვის 3 პუნქტი, 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 რადიოელექტრონული სადგური და საბრძოლო მასალების 4 საწყობი გაანადგურეს.

ცნობისთვის: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წუხელ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ოპერაციის ადგილად დასახელებული იყო დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქს ესაზღვრება. თავდაცვის უწყების მტკიცებით, მოწინააღმდეგის მიზანი იყო, "მისი აზრით, ფრონტის ყველაზე მოწყვლად მონაკვეთებზე რუსეთის თავდაცვის პოზიციების გარღვევა, რასაც ვერ მიაღწია და წარმატება არ ჰქონია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S