Accentnews.ge
პოლოლიკაშვილი: საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება

პოლოლიკაშვილი: საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება

05/06/2023 04:24:17 საზოგადოება

საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება, რომლის მოსწავლეებიც ესპანეთის დედაქალაქში ვარჯიშს შეძლებენ. ამის შესახებ "იმედის" ეთერში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

„ახლა ვაპირებთ საქართველოში „ატლეტიკოს“ აკადემიის გახსნას. 10 ბავშვი ყოველ წელს შეძლებს წამოვიდეს მადრიდში, აქ იცხოვროს, აქ ითამაშოს. ძალიან დიდი პროექტია. ახლა ხდება ეს. გუშინ-გუშინწინ გვქონდა ბოლო მოლაპარაკება. ძალიან სერიოზული პროექტია. ვფიქრობ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ“, - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S