Accentnews.ge
სტოლტენბერგი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: "მოუთმენლად ველოდები, ნატო–ში შვედეთის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას"

სტოლტენბერგი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: "მოუთმენლად ველოდები, ნატო–ში შვედეთის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას"

04/06/2023 16:52:44 მსოფლიო

"მოუთმენლად ველოდები, ალიანსში შვედეთის გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას", – ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან გამართული შევედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შვედეთმა ალიანსში გასაწევრიანებლად აღებული ვალდებულებები უკვე შეასრულა.

"ბატონ ერდოღანთან შეხვედრაზე განვიხილე, მათ შორის შევდეთის ნატო–ში გაწვრიანების საკითხი. სტოკჰოლმმა გადადგა მნიშვნელოვანი, კონკრეტული ნაბიჯები თურქეთის შეშფოთების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, თურქეთისთვის დაწესებული იარაღის ემბარგო გააუქმა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობა გააძლიერა. მნიშვნელოვანია ახალი ანტიტერორისტული კანონმდებლობა, რომელიც ძალაში რამდენიმე დღის წინ შევიდა, შესაბამისად, შვედეთმა აღებული ვალდებულებები შეასრულა. ამავდროულად, ნამდვილად რთული იყო შვედეთში თურქეთისა და ნატო–ს წინააღმდეგ დემონსტრაციების ხილვა, მაგრამ ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძირითადი ღირებულებები ჩვენს დემოკრატიულ საზოგადოებებში. ეს უფლებები დაცული უნდა იყოს. ამ აქციის ორგანიზატორებს სურთ, დაბლოკონ შვედეთის ნატო–ში გაწევრიანება, შვედეთის თანამშორმლობა თურქეთთან, ასევე მათი სურვილია ნატო–ს დასუსტება. ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ნება, რომ წარმატებას მიაღწიონ. მადრიდის სამიტზე თურქეთმა, შედეთმა და ფინეთმა მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომელიც შვედეთ–ფინეთს ალიანსში წევრობისკენ გზას უხსნიდა. ეს დოკუმენტი, მათ შორის ითვალისწინებდა "მუდმივი ერთობლივი მექანიზმის" შექმნას , რათა გაძლიერებულიყო თანამშრომლობა თურქეთსა და შვედეთ–ფინეთს შორის, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. პრეზიდენტი ერდოღანი და მე დღეს შევთანხვმდით, რომ ამ მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება. ნატო–ში გაწვრიანება შვედეთს უფრო დაცულს, ხოლო თურქეთსა და ფინეთს უფრო ძლიერს გახდის. მოუთმენლად ველოდები, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას", – განაცხადა სტოლტებერგმა სტამბოლში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ცნობისთვის: 2022 წლის 29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიეწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ალიანსში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება ნატო–ს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ფინეთი უკვე გახდა ალიანსის წევრი. რაც შეეხება შვედეთს, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებას ამ ეტპზე თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ. ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S