Accentnews.ge
პეკინი: აშშ-სა და ჩინეთს შორის ნებისმიერი კონფლიქტი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება

პეკინი: აშშ-სა და ჩინეთს შორის ნებისმიერი კონფლიქტი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება

04/06/2023 12:55:09 მსოფლიო

ჩინეთის თავდაცვის მინისტრ ლი შანფუს განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ნებისმიერი კონფლიქტი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება.

მისი თქმით, აშშ-ისა და ჩინეთის შორის ბევრი განსხვავების მიუხედავად, ამ ქვეყნებმა უნდა გამონახონ საერთო ინტერესები, რასაც თანამშრომლობა დაეფუძნება.

ამასთან, მან აშშ და მისი მოკავშირეები წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებში დაადანაშაულა.

"კვირას დილით ჩინეთის საბრძოლო ხომალდი კინაღამ შეეჯახა ამერიკულს, რომელიც ტაივანის სრუტეში კანადასთან ერთად მიმდინარე წვრთნებში მონაწილეობდა", – განაცხადა მინისტრმა.

მან ტაივანის სრუტეში აშშ-ისა და კანადის ყოფნას პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ თუ აშშ-ს კონფლიქტის დაძაბვა არ სურს, მან ჩინეთის ინტერესთა ზონიდან თავისი საბრძოლო ხომალდები უნდა გაიყვანოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S