Accentnews.ge
ზელენსკი: "თუ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენ არ გვხედავს ნატო–ში და ვილნიუსში სათანადო სიგნალს არ მივიღებთ, აზრი არ აქვს, უკრაინა იყოს ამ სამიტზე"

ზელენსკი: "თუ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენ არ გვხედავს ნატო–ში და ვილნიუსში სათანადო სიგნალს არ მივიღებთ, აზრი არ აქვს, უკრაინა იყოს ამ სამიტზე"

04/06/2023 10:29:44 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში, მათ შორის ქვეყნის ნატო–ში გაწვრიანების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, იგი აცნობიერებს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ნატო–ში გაწევრიანებას, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ ომშია.

"ჩვენ არ გვინდა ნატო–ში ყოფნა ომის პერიოდში. ახლა უკვე გვიანია. აქამდე უნდა ვყოფილიყავით“.

იგი იმედოვნებს, სამიტზე უკრაინა მიიღებს დაპირებას, რომ ქვეყანა შეძლებს, შეუერთდეს ალიანსს ომის დასრულების შემდეგ.

"თუ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენ არ გვხედავს ნატო–ში და ჩვენ ვილნიუსში სათანადო სიგნალს არ მივიღებთ, ვფიქრობ, აზრი არ აქვს, რომ უკრაინა იყოს ამ სამიტზე",– განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ასეთი სიგნალი იქნება, ზელენსკიმ შემდეგი განაცხადა: „არ ვიცი. გულწრფელი ვიქნები, არ ვიცი“.

"თუ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენ არ გვხედავს ნატო–ში და ვილნიუსში სათანადო სიგნალს არ მივიღებთ, ვფიქრობ, აზრი არ აქვს, რომ უკრაინა იყოს ამ სამიტზე"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S