Accentnews.ge
საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

04/06/2023 08:38:59 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასკვნითი წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით ჩატარდა.

„61-ე ბატალიონის არტილერისტებმა 152 მმ თვითმავალი ქვემეხი „აკაციას“ საშუალებით პირობითი მოწინააღმდეგე საცეცხლე ზემოქმედებით გაანეიტრალეს. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.

საველე წვრთნა დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ჯგუფის მიერ წარმატებით შეფასდა. საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების დონის ამაღლება იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S