ბელგოროდის გუბერნატორი – მოსახლეობას: "თხოვნაა, დროებით დატოვოთ საცხოვრებელი სახლები, რათა შენარჩუნდეს სიცოცხლე"
04/06/2023 09:30:34 მსოფლიო
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა უკრაინასთან საზღვრის ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდა, სახლები დროებით დატოვონ.
"თხოვნაა, ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, პირველ რიგში, შებეკინსკის არეალში, რომლებსაც ცეცხლს უხსნიან, მოუსმინონ მთავრობის პოზიციას და დროებით დატოვონ თავიანთი სახლები, რათა შენარჩუნდეს სიცოცხლე", - წერს გლადკოვი 4 ივნისს სოციალურ ქსელში.
როგორც მან აღნიშნა, "4 ივნისის ღამეს ოლქში მდებარე შებეკინსკის და ვოლოკონოვსკის რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს".
"მანამდე ოლქში სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი", - ირწმუნება ბელგოროდის გუბერნატორი.
მისივე თქმით, "დროებითი დასახლების პუნქტებში ამჟამად 4 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება".
პარალელურად, ანექსირებული ყირიმის მესვეურები იუწყებიან, რომ კვირას ღამით ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში "დრონი" ჩამოაგდეს
უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქების წარმომადგენლები თავდასხმების თაობაზე პერიოდულად იუწყებაინ. ისინი მომხდარში უკრაიანს ადანაშაულებენ. კიევი ბრადებებს უარყოფს.


