Accentnews.ge
ზელენსკი: თუ რუსეთს მართლა სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, შეუძლია, ჯარები გაიყვანოს

ზელენსკი: თუ რუსეთს მართლა სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, შეუძლია, ჯარები გაიყვანოს

04/06/2023 09:26:41 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთს მართლა სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, შეუძლია, ჯარები გაიყვანოს.

"თუ რუსეთს სურს, აირჩიოს დიპლომატიური გზა, უნდა დატოვონ აქაურობა, სანამ კიდევ მეტს მოვკლავთ და ძალით გავიყვანთ. მე ვფიქრობ, რომ დიდი განსხვავებაა. მე მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას შევძლებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანაკარგების შემცირება, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, ვართ თუ არა მზად, რაიმე ტიპის დიალოგისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოუწევს თუ არა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია სამხედრო გზით, ეს მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.

"რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის დღეს არ არსებობს იოლი გამოსავალი, რადგან ისინი მკვლელები არიან. მაგრამ მინიმალური დანაკარგებით მათ აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ დიპლომატიური გამოსავალი სიტუაციიდან. ეს ნიშნავს, რომ ტყვიების გარეშე, აფეთქებების გარეშე, რაკეტების გარეშე, დაიწყონ ჩვენი ტერიტორიების დატოვება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S