Accentnews.ge
მედია: უოლესი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია, წელს ყირიმზე კონტროლი დაიბრუნოს

მედია: უოლესი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია, წელს ყირიმზე კონტროლი დაიბრუნოს

02/06/2023 17:21:14 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია, წელს ყირიმზე კონტროლი დაიბრუნოს. ამის შესახებ მან The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო-ს ზოგიერთი სხვა ოფიციალური პირის პირადი აზრებისგან განსხვავებით, უოლესმა თქვა, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, უკრაინამ წარმატებით დაიბრუნოს ყირიმის ნახევარკუნძული წელს, რომლის ანექსია პუტინმა 2014 წელს განახორციელა“, -იუწყება გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა „უფრო ოპტიმისტური შეხედულება გამოხატა ბრძოლის ველზე უკრაინის ამჟამინდელი ძალისხმევის შესახებ, ვიდრე ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S