ფაშინიანი ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება
02/06/2023 14:23:00 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება, – იუწყება სომხეთის მთავრობა.
მისი ცნობით, პრემიერი ანკარაში თურქული მხარის მიწვევით მიემგზავრება.
ცნობილია, რომ ინაგურაციაზე თურქეთში, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩადის.
ინაუგურაცია 3 ივნისისთვისაა დაგეგმილი.


