Accentnews.ge
"SpaceX" უკრაინის ინტერნეტით უზრუნველყოფას განაგრძობს

"SpaceX" უკრაინის ინტერნეტით უზრუნველყოფას განაგრძობს

02/06/2023 12:02:16 მსოფლიო

პენტაგონის განცხადებით, უწყებამ უკრაინისთვის "Starlink"-ის ტერმინალებისა და სატელიტური საკომუნიკაციო სერვისების შესაძენად მილიარდერ ილონ მასკის კომპანია "SpaceX"-სთან ხელშეკრულება გააფორმა.

პენტაგონმა კონტრაქტის პირობები „ოპერატიული უსაფრთხოების მიზეზებისა და ამ სისტემების კრიტიკული ხასიათის გამო“ არ გაამჟღავნა.

სატელიტური საკომუნიკაციო სისტემა "Starlink" უკრაინელი სამხედროების მიერ სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის გამოიყენება.

ილონ მასკის კომპანიას დედამიწის მახლობელ დაბალ ორბიტაზე 4000-ზე მეტი თანამგზავრის ქსელი აქვს. "ქსელი უკრაინას კომუნიკაციებით უზრუნველყოფდა სპეციალური ხელშეკრულების შესაბამისად და კერძო შეწირულობების ხარჯზე", იუწყება ამერიკის ხმა.

2022 წლის ოქტომბერში მასკმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია "Starlink"-ის უვადო დაფინანსება უკრაინაში, რადგან ამ სისტემაზე მისი ყოველთვიური ხარჯები 20 მილიონ დოლარს შეადგენს.

'Starlink"-ის ახალი ტერმინალები სავარაუდოდ, შეძენილი იქნება უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. დეკემბერში პენტაგონმა ამ ინიციატივის ფარგლებში ახალი დაფინანსების პაკეტი გამოაცხადა.

რუსეთი შეეცადა უკრაინაში ინტერნეტსერვისების გათიშვას და დაბლოკვას, მათ შორის შეეცადა რეგიონში "Starlink"-ის კომუნიკაციების დაბლოკვას, მაგრამ "SpaceX"-მა მოიგერია მის სერვისებზე თავდასხმები მათი პროგრამული უზრუნველყოფის გაძლიერების გზით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S