
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - უკრაინის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებაზე: ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ იქნება
02/06/2023 11:05:57 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 'ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც "ჯორჯიან ეარვეისია", არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი".
"უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. "ჯორჯიან ეარვეისის" ან ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ამის გამო დაასანქცირებენ, ეს არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც არის "ჯორჯიან ეარვეისი", რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. თუმცა, უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას", - განაცხადა კაკაურიძემ.
უკრაინამ "ჯორჯიან ეარვეისი" დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.