
ადიგენელი სპორტსმენის წარმატება - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონობიდან რუმინეთის პირველობამდე
02/06/2023 09:49:26 საზოგადოება, რეკლამა
ანრი ხოზრევანიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ზანავის მკვიდრია.მცირე ასაკიდან სპორტით არის დაკავებული, ვარჯიში 6 წლისამ დაიწყო და დღემდე, არაერთი წარმატება მოუტანა მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას.
ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
"ახალგაზრდა სპორტსმენი არაერთგზის ჩემპიონია. ამჯერად კი საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც რუმინეთში გაიმართა ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის 60 კგ წონით კატეგორიაში, ანრი ხოზრევანიძემ პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ანრი ხოზრევანიძეს მიღწეულ შედეგს და სამომავლოდაც წარმატებებს უსურვებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.