რუსეთში სკოლის მოსწავლეებს დრონის მართვას შეასწავლიან
02/06/2023 07:41:45 მსოფლიო
რუსეთში მოქმედმა სახელმწიფო სკოლებმა მოსწავლეებისთვის მართვის შესასწავლად უპილოტო საფრენი აპარატების შეძენეა დაიწყეს, - იუწყება რუსული მედია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სასწავლო დრონების შესყიდვაზე განაცხადები ამ დროისთვის რუსეთის 4 რეგიონის 5-5 სკოლას აქვს წარდგენილი. მათ შორის, საქნტ-პეტერბურგის ორი სკოლა საქალაქო ბიუჯეტის ხარჯზე ჯამში 2 მილიონი რუბლის ღირებულების დრონების შეძენას გეგმავს.
საუბარია ჩინური წარმოების DJI Mini 3 Pro-ზე, რომელიც სადღეისოდ ფრონტის ორივე მხარეს სამხედროების მიერ დაზვერვისთვის გამოიყენება.
სკოლებში დრონების მართვის შესასწავლი კურსების დანერგვის ინიციატივით სწავლების მასობრივი მილიტარიზაციის ფარგლებში ორიოდ თვის წინ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან რუსეთის სკოლებში სამხედრომომზადების კურსი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს არამარტო პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, არამედ კალაშნიკოვის ავტომატისა და ხელყუმბარების გამოყენებასაც შეასწავლიან.


