Accentnews.ge
პუტინი: "რუსეთს ღმერთი მართავს"

პუტინი: "რუსეთს ღმერთი მართავს"

02/06/2023 07:17:20 მსოფლიო

რუსეთს ღმერთი მართავს, პრეზიდენტზე მნიშვნელოვანი კი ქვეყანაში თოვლის ბაბუაა, - მსგავსი თეზისებით პრეზიდენტი ვალიდიმირ პუტინი მრავალშვილიან ოჯახებთან შეხვედრაზე გამოვიდა.

"რუსეთი უშუალოდ იმართება ღმერთის მიერ, ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშინ საერთოდ გაუგებარია, როგორ არსებობს დღემდე" - პეტრე პირველის მმართველობისას რუსეთში მომუშავე გენერალ-ფელდმარშალ კრისტოფ მინიხის ციტირებით გახსნა ხსენებული შეხვედრა რუსეთის ლიდერმა და იქვე დასძინა, რომ ეთანხმება ამ თეზისის პირველ ნაწილს, მაგრამ კითხვები აქვს მეორესთან:

"მართალია, რუსეთი უშუალოდ იმართება ღმერთის მიერ, მაგრამ იგი ჩვენი ხალხის, სამშობლოსადმი ხალხის სიყვარულის, ოჯახისა და სამშობლოსადმი ხალხის ერთგულების ხარჯზე არსებობს. ცხოვრება დღევანდელ რუსეთში, რომელიც დემოკრატიის, კორუფციისა და მედიის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგებში აფრიკას უტოლდება ან კიდევ უფრო ქვემოთაა, უდიდესი პატივია და სიამოვნება. სახელმწიფო მართვის პირამიდის სათავეში პრეზიდენტზე უფრო მეტი მნიშნელობა თოვლის ბაბუას აქვს, რადგან ის ის პერსონაჟია, რომელიც სათავეს კეთილი საქმეებიდან იღებს" - განაცხადა პუტინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S