
სტოლტენბერგი: "თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება, მათ შორის გზავნილი ჩინეთისთვის, რომ ძალის გამოყენებით მიიღებს იმას, რაც სურს"
02/06/2023 07:12:47 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება, მათ შორის გზავნილი ჩინეთისთვის, რომ ძალის გამოყენებით მიიღებს იმას, რაც სურს". ამის შესახებ მან ოსლოში ალიანსის მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
"თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ეს უკრაინელებისთვის დიდი ტრაგედია იქნება, მაგრამ ეს ასევე საშიში იქნება ჩვენთვის, რადგან ჩვენი გზავნილი კრემლისა და ყველა სხვა ძალების, მათ შორის პეკინს მიმართ, იქნება, რომ ძალის გამოყენებით ისინი მიიღებენ იმას, რაც სურთ. პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება ჩვენ ყველას, ნატო–ს მოკავშირეებს, შეერთებულ შტატებს, ევროპას უფრო დაუცველს გაგვხდის“, - განაცხადა მან.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალ მთავარია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა.
მისი თქმით, დასავლეთი კიევის დახმარებას მანამ გააგრძელებს, ვიდრე საჭირო იქნება.