მედია: იაპონიამ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებისთვის ტროტილის მიწოდება დაიწყო
02/06/2023 07:11:29 მსოფლიო
სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, იაპონიამ გამონახა გზა, უკრაინას 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვებისთვის ტროტილი მიაწოდოს, - წერს Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
"აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, ასაფეთქებელი იაპონიაში შეიძინოს. ტოკიოს თანხმობა აქვს გაცემული აშშ-ისთვის სამრეწველო ტროტილის მიყიდვიზე, რადგან ეს ასაფეთქებელი ნივთიერება სამხედროს გარდა, სხვა მიზნებში შეიძლება, იქნას გამოყენებული" - განუცხადეს გამოცემას წყაროებმა.
მათივე ინფორმაციით, ვაშინგტონს დაგეგმილი აქვს, იაპონელი მწარმოებლები საკუთარი სამხედრო ქარხნებისთვის ტროტილის მიწოდების ჯაჭვში ჩართოს, ეს უკანასკნელები კი მას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ 155-მილიმეტრიან ქობინებში გამოიყენებენ.
ამასთან, იაპონურ კომპანიას, რომელიც აშშ-ს ტროტილს მიაწვდის, ისევე, როგორც მისაწოდებელი ტროტილის რაოდენობას, Reuters-ის წყაროები არ აკონკრეტებენ. თუმცა ცნობილია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი 22 იაპონური კომპანიიდან ტროტილს მხოლოდ ერთი - Chugoku Kayaku აწარმოებს. ხიროსიმაში ბაზირებულ ამ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ამერიკული მთავრობის ან სამხედროებისგან ტროტილის შეძენაზე არავითარი პირდაპირი განაცხადი არ მიუღიათ, იაპონიის ეკონომიკისა და მრწველობის სამინისტროში კი აშშ-ში ტროტილის ექსპორტირების კომენტირებისგან თავს იკავებენ.


