ნატო უკრაინისთვის "უსაფრთხოების გარანტიებს" განიხილავს
02/06/2023 07:09:26 მსოფლიო
ნატო უკრაინისთვის "უსაფრთხოების გარანტიებს" განიხილავს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოსლოში გამართული მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ არ ვიცით, როდის დამთავრდება ომი, თუმცა როცა ეს მოხდება, ჩვენ უნდა გვქონდეს საიმედო დაპირებები, რათა მომავალში უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს", – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ "დეტალები, თუ როგორ გაკეთდება ეს, როგორი მექანიზმებით, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია".
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შუა ომში მყოფ ქვეყანას ალიანსში ვერ მიიწვევენ, თუმცა, მისი თქმით, "ამავდროულად ნატო უნდა მოვემზადოს იმისთვის, თუ რა მოხდება ომის დასრულების შემდეგ".


