Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე რაკეტებით და "დრონებით" თავდასხმა კვლავ განახორციელა

რუსეთმა კიევზე რაკეტებით და "დრონებით" თავდასხმა კვლავ განახორციელა

02/06/2023 06:01:39 მსოფლიო

რუსეთმა კიევზე რაკეტებით და "დრონებით" თავდასხმა კვლავ განახორციელა.

თავდასხმის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომელიც ღამის პირველ საათზე უკრაინის სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო, შემდეგ კიევზე გავრცელდა და ღამის სამი საათისთვის უკრაინის ყველა ოლქი მოიცვა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ უკრაინის დედაქალაქზე შეტევა მიიტანა ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე და მის გარშემო აღმოაჩინეს და გაანადგურეს 30-ზე მეტი ობიექტი. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების მიერ ნასროლი ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს.

კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 1 ივნისსაც, მაისის განმავლობაში კი, უკრაინის დედაქალაქზე 20-მდე თავდასხმა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S