Accentnews.ge
ადიგენში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გასართობი ღონისძიებები გაიმართა

ადიგენში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გასართობი ღონისძიებები გაიმართა

01/06/2023 12:55:25 რეგიონები, რეკლამა

ადიგენში, 1 ივნისს , ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში საბავშვო ატრაქციონები პატარებს უფასოდ ემსახურებოდა. მოეწყო საბავშვო გასართობი და სახეზე ხატვის კუთხე.

პარკში მოსული პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირებმაც იზრუნეს. დღესვე, ადიგენის მერიამ ბავშვები ნაყინებით და ტკბილეულით დაასაჩუქრა.

ღონისძიებაზე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მისულ მაყურებელს, სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარუდგინეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S