ბერბოკი: „ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკა ძალაშია, მაგრამ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი წევრის მიღებაზე, რომლებიც შუა ომში არიან"
01/06/2023 11:14:07 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით,ნატო–სა და უკრაინას შორის თანამშრომლობა გააქტიურდა და ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკა ძალაშია, თუმცა ახალი წევრების მიღებაზე, რომლებიც შუა ომში არიან, საუბარი შეუძლებლია. ამის შესახებ მან ოსლოში ნატო–ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკა ძალაშია, მაგრამ ამავდროულად ნათელია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ ახალი წევრის მიღებაზე, რომლებიც შუა ომში არიან“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეათა მინისტრმა.
ნატო–ს გენერალური მდინვის იენს სტოლტენბერგის თქმით, "მოსკოვს არ შეუძლია, შეაჩეროს უკრაინის გაწევრიანება ალიანსში".
„ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ მოსკოვს ნატო–ს გაფართოების წინააღმდეგ ვეტო არ აქვს. მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა გახდება ნატო–ს წევრი“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ოსლოში.
უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ნატო–ში გასაწევრიანებლად კიევს სამხედრო ალიანსის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მთელი რიგი პირობების შესრულება მოუწევს.


