Accentnews.ge
„საქართველოს ბანკისა“ და Mastercard-ის Cashback აქცია დაიწყო - გახსენით „საქართველოს ბანკის“ პირველი ბიზნესანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%

„საქართველოს ბანკისა“ და Mastercard-ის Cashback აქცია დაიწყო - გახსენით „საქართველოს ბანკის“ პირველი ბიზნესანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%

01/06/2023 10:52:00 ეკონომიკა, რეკლამა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს, 1-ელი ივნისიდან Cashback აქციაში ჩართვას სთავაზობს, რაც ელ. კომერციაში ბიზნესსაჭიროებებისთვის ნებისმიერ ვალუტაში დახარჯული თანხის 50%-ის უკან დაბრუნებას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმისათვის, რომ მომხმარებელი Cashback-ის აქციაში ჩაერთოს, საჭიროა „საქართველოს ბანკის“ პირველი ბიზნეს ანგარიშის ონლაინ გახსნა bonline.ge- ზე და Mastercard-ის ბიზნეს ბარათის (ციფრული ან ფიზიკური) შეკვეთა.

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მათ საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. ბანკი ბიზნესებს, 1-ელი ივნისიდან Cashback აქციაში ჩართვას სთავაზობს, რაც ელ. კომერციაში ბიზნესსაჭიროებებისთვის ნებისმიერ ვალუტაში დახარჯული თანხის 50%-ის უკან დაბრუნებას გულისხმობს. ონლაინ ანგარიშის გახსნისა და Mastercard-ის ბიზნესბარათის აღების შემდეგ, ბარათით გადახდისას ელ. კომერციაში ბიზნესმომხმარებელი 1 თვის განმავლობაში, ნებისმიერი ვალუტით (ევრო, დოლარი, ლირა, ლარი...) ონლაინ გადახდისას დახარჯული თანხის 50%-ს დაიბრუნებს, რაც მაქსიმუმ 500 ლარს შეადგენს. იმისათვის, რომ მომხმარებელი Cashback-ის აქციაში ჩაერთოს, საჭიროა „საქართველოს ბანკის“ პირველი ბიზნეს ანგარიშის ონლაინ გახსნა bonline.ge- ზე და Mastercard-ის ბიზნეს ბარათის (ციფრული ან ფიზიკური) შეკვეთა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული ქეშბექი ვრცელდება ნებისმიერ ონლაინ გადახდაზე. მაგალითად, ონლაინ შოპინგი, მარკეტინგული ხარჯები, მიტანის სერვისი, ტაქსით სარგებლობა.

როგორც ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია გორგილაძე აღნიშნავს, „საქართველოს ბანკი“ ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს და ბიზნესმომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უკეთებს.

„ამ მიზნით, ბანკი Mastercard-თან ერთად Cashback აქციას დღეიდან იწყებს. მომხმარებელს, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს და შეუკვეთს მასტერქარდის ბარათს, შესაძლებლობა აქვს დახარჯული თანხის 50% დაიბრუნოს. გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, – აღნიშნავს მაია გორგილაძე.

Cashback-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აღნიშნულ ბმულზე: https://go.bog.ge/3OPWI2r

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S