რუსეთმა აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე მხოლოდ მის საკუთრებად გამოაცხადა
01/06/2023 10:25:13 მსოფლიო
რუსეთმა აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე მხოლოდ მის საკუთრებად გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო.
კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, „რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღებით შეიქმნა კარდინალურად ახალი სიტუაცია და ქერჩის სრუტის და აზოვის ზღვის სანაპიროები ამიერიდან მხოლოდ რუსეთს ეკუთვნის“.
რუსეთმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები თავის ტერიტორიად 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
რუსეთსა და უკრაინას შორის 2003 წლის დეკემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც ნაოსნობის წესებს განსაზღვრავს, აღნიშნულია რომ „აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე ისტორიულად წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის და უკრაინის შიდა წყლებს“.
აზოვის ზღვას შავ ზღვასთან ქერჩის სრუტე აკავშირებს.


