ბლინკენი: უკრაინის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს წევრების არაჩვეულებრივი სოლიდარობაა
01/06/2023 10:03:35 მსოფლიო
რუსული აგრესიის უკან დახევაში უკრაინის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს წევრების არაჩვეულებრივი სოლიდარობაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოსლოში განაცხადა, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ.
მისი თქმით, ოსლოში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაზე გამახვილდება.
„ჩვენ პირველივე დღიდან ვთქვით, რას გავაკეთებდით უკრაინის მხარდაჭერის, რუსეთზე ზეწოლის და ჩვენი ალიანსის გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით და იგივე გზას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.


