რუსეთის კალუგის ოლქში "ამოუცნობი ობიექტი" ჩამოვარდა
01/06/2023 09:59:27 მსოფლიო
რუსეთის კალუგის ოლქის დაბა ტოვარკოვოს სიახლოვეს "ამოუცნობი ობიექტი" ჩამოვარდა, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ.
მისივე თქმით, ვარდნის შემდეგ მოხდა აფეთქება და ბალახი აალდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არც შენობები დაზიანებულა.
თავის მხრივ ტელეგრამ-არხი "ბაზა" უპილოტო საფრენი აპარატის ვარდნის შესახებ იუწყება.


