Accentnews.ge
იტალიამ პუტინის "სასახლის" არქიტექტორის წინააღმდეგ საქმე აღძრა

იტალიამ პუტინის "სასახლის" არქიტექტორის წინააღმდეგ საქმე აღძრა

01/06/2023 09:44:36 მსოფლიო

იტალიის იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ლანფრანკო ჩირილოს წინააღმდეგ, რომელიც "პუტინის სასახლის" სახელით ცნობილი გრანდიოზული შენობის არქიტექტორი გახლდათ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩირილოს კონტრაბანდასა და საბუთების გაყალბებასთან კავშირში ადანაშაულებენ.

გასული წლის ზაფხულში ფინანსურმა პოლიციამ არქიტექტორს 2013-2019 წლებში ჯამში 50 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდისთვის თავის არიდებაში დასდო ბრალი. სამართალდამცველებმა მას 141 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დაუყადაღეს, მათ შორის - სახლები, ვერტმფრენი, საბანკო აქტივები, ნაღდი ფული, სამკაულები და ხელოვნების ნომუშები, რომელთა შორის იყო პიკასოს, სეზანის და კანდინსკის ნამუშევრები,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლანფრანკო ჩირილოს რუსული პასპორტი 2014 წელს გადასცა. ამჟამად იტალიელი არქიტექტორი მოსკოვში, ერთ-ერთი ცათამბჯენის 51-ე სართულზე ცხოვრობს, - იუწყება იტალიური მედია.

როგორც იტალიის ფინანსურ პოლიციაში აცხადებენ, ჩირილო გადასახადების დამალვას სავარაუდოდ, სხვა ქვეყნის რეზიდენტობის ფიქტიური გაფორმების მეშვეობით არიდებს თავს.

გელენჯიკში მდებარე "პუტინის სასახლესთან" იტალიელი არქიტექტორის კავშირის შესახებ პირველად ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალქსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ცენტრმა განაცხადა. მაშინ თავად ჩირილო ირწმუნებოდა, რომ გრანდიოზულ შენობას არა პუტინისთვის, არამედ კომპანია "სტროიგაზკონსალდინგისთვის" აშენებდა და პუტინი თვალით არასოდეს უნახავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S