Accentnews.ge
მედია: პუტინის დაკავების თავიდან ასარიდებლად სამხრეთ აფრიკამ შესაძლოა, "ბრიქსის" სამიტის ჩატარებაზე უარი თქვას

მედია: პუტინის დაკავების თავიდან ასარიდებლად სამხრეთ აფრიკამ შესაძლოა, "ბრიქსის" სამიტის ჩატარებაზე უარი თქვას

01/06/2023 08:13:24 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება "ბრიქსის" (BRICS) აგვისტოს სამიტის ჩატარებაზე უარის თქმის საბაბს ეძებს, რათა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავებას აარიდოს თავი.

როგორც "როიტერი" ერთ-ერთ სამხრეთაფრიკელ ჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რესპუბლიკამ შესაძლოა, სამიტის ჩატარება ჩინეთს სთხოვოს.

იმის შესახებ, რომ ღონისძიება სამხრეთ აფრიკაში არ ჩატარდება, 25 მაისს რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ტაბო მბეკიმაც განაცხადა, რომელსაც დღემდე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სამთავრობო წრეებზე.

"არსებული იურიდიული ვალდებულებების მიხედვით, პუტინი უნდა დავაკავოთ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიზამთ"- განაცხადა მბეკიმ. მოგვიანებით ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მოადფილემ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ამზადებს კანონს, რომელიც მას შესაძლებლობას მიანიჭებს, თავად გადაწვიტოს, დააკავოს თუ არა ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილი პირები. თუმცა, "ბრიქსის" სამიტამდე კანონის მიღება მაინც ვერ მოესწრება.

თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ "ბრიქსის" სამიტის სამხრეთ აფრიკიდან ჩინეთში შესაძლო გადატანის ინფორმაცია ფეიქია, გავრცელებული ამ ფორმატში მუშაობის გასართულებლად.

ცნობისთვის: BRICS-ის ქვეყნების ლიდერების სამიტი იოჰანესბურგში 22 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. ჩავა თუ არა სამხრეთ აფრიკაში პუტინი - კრემლში არ ამხელენ. და იქვე იმედს გამოთქვამენ, რომ "ბრიქსელი პარტნიორები ჰააგის უკანონო გადაწყვეტილებებს ორიენტირად არ აიღებენ".

BRICS აერთიანებს ხუთ ქვეყანას: ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკას.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების საფუძველზე 17 მარტს გასცა.

კრემლი ჰააგის გადაწყვეტილებებს არ სცნობს

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S