Accentnews.ge
მედია: რიგითი მოსკოველები დრონების საწინააღმდეგო ზარბაზნებს იმარაგებენ

მედია: რიგითი მოსკოველები დრონების საწინააღმდეგო ზარბაზნებს იმარაგებენ

01/06/2023 07:57:05 მსოფლიო

მოსკოვის მაცხოვრებლები დედაქალაქზე 30 მაისის საჰაერო შეტევის შემდეგ დრონების საწინააღმდეგო ზარბაზნების საყიდლად მაღაზიებს მიაწყდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"სადღეისოდ დრონების საწინააღმდეგო სისტემების გაყიდვების ბუმი გვაქვს. უმთავრესად ყიდულობენ თოფებსა და სპეციალურ ზარბაზნებს" - უამბეს "ტასს" მისმა წყაროებმა როგორ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, ასევე იარაღით მოვაჭრე კომპანიებში.

თავის მხრივ "კომერსანტი" იარაღის რამდენიმე მაღაზიის გამყიდველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თუ 30 მაისის თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე კვირის განმავლობაში დაახლოებით 130 ათასი რუბლის ღირებულების საშუალოდ 20-50 სისტემა იყიდებოდა, სადღეისოდ გაყიდვები 6-7-ჯერადად არის გაზრდილი.

ირკვევა, რომ მსურველები დროენების საწინააღმდეგო სისტემებს ასევე ინტერნეტ-მაღაზიებში და სხვადასხვა საიტებზე ყიდულობენ კერძო პირებისგან.

თუმცა, როგორც იარაღის მაღაზიების გამყიდველები განმარტავენ, რეალურად, იმგვარი სისტემები, როგორიცაა ბლოკირატორი "გარპია" უსარგებლოა იმ სახეობის დრონების წინააღმდეგ, რომლებიც მსოკოვს დაესხნენ თავს და ამ უკანასკნელებს მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უმკლავდება.

ცნობისთვის: 30 მაისს მოსკოვზე უკრაინის ომის დაწყების დროიდან უმსხვილესი საჰაერო შეტევა განხორციელდა. დამოუკიდებელი რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქს 25 დრონი უტევდა, რომელთაგან რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მხოლოდ 10-ის ჩამოგდება შეძლო. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონები სამ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაშავდა ორი ადამიანი.

უკრაინას ამ დრომდე არ დაუდასტურებია, რომ მოსკოვზე საჰაერო თავდასხმა მისი განხორციელებულია. უკრაინის ამერიკელი პარტნიორები კი აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და არ იციან ვინ განახორციელა 30 მაისის თავდასხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S