Accentnews.ge
წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის გამო ამოთხრილ ორმოში კაცი ჩავარდა, იგი ჰოსპიტალიებულია

წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის გამო ამოთხრილ ორმოში კაცი ჩავარდა, იგი ჰოსპიტალიებულია

01/06/2023 07:38:26 საზოგადოება

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც რეაბილიტაციის გამო გზაზე ორმოებია ამოთხრილი, ერთი ადამიანი ჩავარდა.

ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

კაცი "გერმანულ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

მოგვიანებით, მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი განმარტებით, აღნიშნული თხრილი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ასეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა.

„რა თქმა უნდა, ყველა უსაფრთხოების ზომა არის იმისთვის, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ადამიანებს არ ჰქონდეთ პრობლემა. ვიცი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამუშაოების დროს შესაბამისი სივრცე შემოღობილი იყო. ალბათ, იმაზეც გექნებათ ინფორმაცია, რომ ის ჯებირები, რომელიც იყო განლაგებული, გადანგრეულია. მე არ ვიცი, ეს ადამიანი რა მდგომარეობაში იყო – ნასვამი იყო, არ იყო ნასვამი, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ადგილზე უსაფრთხოების ზომებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S