Accentnews.ge
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი": ბელგოროდში ოპერაციის მეორე ფაზა დაიწყო

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი": ბელგოროდში ოპერაციის მეორე ფაზა დაიწყო

01/06/2023 07:28:07 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც ცოტა ხნის წინ „კონტრტერორისტული ოპერაციის“ ზონად იყო გამოცხადებული, ისევ საბრძოლო მოქმედებებია. უკრაინის მხარდამჭერი დაჯგუფების, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ტელეგრამ-არხზე დღეს გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ორი შეიარაღებული პირია ასახული. ერთი მათგანი ამბობს, რომ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ისევ აწარმოებს ბრძოლას რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქის დასახლებულ პუნქტ შებეკინოსთან.

ვიდეოჩანაწერს თან ახლავს ტექსტი იმის შესახებ, რომ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაურის მიერ დაპირებული მეორე ფაზა დაიწყო.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ადგილობრივ მცხოვრებთ მიმართავს, რომ ის არ ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი უარყოფს, რომ მოწინააღმდეგემ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S