Accentnews.ge
ნატო–ს გენერალური მდივანი თურქეთს ეწვევა

ნატო–ს გენერალური მდივანი თურქეთს ეწვევა

01/06/2023 07:05:26 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მალე იგი თურქეთში გაემგზავრება, რათა თურქეთის პრეზიდენტთან შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხი განიხილოს.

„მე უკვე ვესაუბრე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ კვირის დასაწყისში და ასევე მივემგზავრები ანკარაში, რათა გავაგრძელო განხილვა, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ შვედეთის ალიანსში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანება. შვედეთის ნატოში გაწევრიანება სასიცოცხლოდ აუცილებელია ბალტიის ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: 2022 წლის 29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიეწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ალიანსში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება ნატო–ს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ფინეთის უკვე გახდა ალიანსის წევრი. რაც შეეხება შვედეთს, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებას ამ ეტპზე თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ. ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S