Accentnews.ge
რუსეთში შესაძლოა, მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები საკონტრაქტო სამსახურში მიიღონ

რუსეთში შესაძლოა, მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები საკონტრაქტო სამსახურში მიიღონ

01/06/2023 05:51:38 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმად, მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მოქალაქეები კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სამსახურის გავლას შეძლებენ.

ინიციატივის ავტორები არიან "დუმის" თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი და მისი მოადგილე ანდრეი კრასოვი. მათ აღნიშნეს, რომ " სპეცოპერაციის პერიოდში, გამოიკვეთა ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველი მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ვისთანაც ხელშეკრულების გაფორმება კანონით შეუძლებელია". ესენი არიან კრიმინალური ჩანაწერის მქონე ადამიანები.

საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რეკრუტირებული პატიმრები და სხვა მსჯავრდადებული მოქალაქეები, გათავისუფლდებიან სასჯელისგან ან მათი ნასამართლობის ჩანაწერი წაიშლება სამხედრო სარდლობის მოთხოვნის ან მათი პირადი განცხადების საფუძველზე.

როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ასეთი პირების დე ფაქტო გაწვევა საბრძოლო შენაერთებში უკვე მიმდინარეობს, თუმცა ის სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს.

გასული წლის ოქტომბერში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაუშვა იმ მოქალაქეების მობილიზება, რომლებიც ადრე ნასამართლევი იყვნენ მძიმე სისხლის სამართლის, მათ შორის მკვლელობის, ძარცვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის, მუხლებით.

მობილიზაციის აკრძალვა ახლა ეხება მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, ასევე ღალატის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმისთვის ნასამართლევ პირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S