Accentnews.ge
კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა

კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა

01/06/2023 05:41:21 მსოფლიო

კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებიან.

მომხდარის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

სარაკეტო შეტევა ღამის 4 საათისთვის დაიწყო. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია კიევის დესნიანსკის, დნეპრის და დარნიცკის რაიონებში. ნაწილობრივ დანგრეული, ან დაზიანებულია რამდენიმე სახლი და ბავშვთა პოლიკლინიკის, 2 სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S