აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
01/06/2023 05:27:15 მსოფლიო
შეერთებული შტატები უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს,- ამის შესახებ თეთრმა სახლმა 31 მაისს განაცხადა.
ახალ პაკეტში კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტის“ და მაღალი მობილურობის საარტილერიო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტების გადაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ის მოიცავს, მათ შორის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსს „სტინგერი“.
ახალი პაკეტის გამოყოფის გათვალისწინებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ოდენობა თითქმის 37 მილიარდ დოლარს მიაღწევს.


