Accentnews.ge
რუსეთმა სანქციების გამო Superjet-100–ების წარმოება სამჯერ შეამცირა

რუსეთმა სანქციების გამო Superjet-100–ების წარმოება სამჯერ შეამცირა

31/05/2023 18:25:08 მსოფლიო

რუსეთმა სანქციების გამო Superjet-100 ტიპის თვითმფრინავების წარმოება სამჯერ შეამცირა. ამის შესახებ ხაბაროვსკის ოლქის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ევგენი რომანოვმა რეგიონული მთავრობის გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

"დაგეგმილი 19 ხომალდის ნაცვლად, წელს მხოლოდ ექვსი აშენდება. ამის მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო იმპორტირებული კომპონენტების დეფიციტი გახდა", – აცხადებს რომანოვი.

თვითმფრინავი Superjet-100 ამურის კომსომოლსკში მდებარე კორპორაცია „ირკუტში“ ეწყობა. ევგენი რომანოვის თქმით, ქარხანა ამჟამად მუშაობს Sukhoi Superjet-ახალ მოდელზე, რომელიც სამამულო წარმოების კომპონენტებისგან უნდა შეიქმნას. კერძოდ, საჰაერო ხომალდში გამოყენებული იქნება რუსული წარმოების "პდ"-8 მოდელის ძრავები.

როგორც რომანოვმა აღნიშნა, Superjet-New-ის პირველი საცდელი ფრენა 21 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S