Accentnews.ge
მაკრონი: დასავლეთი უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს

მაკრონი: დასავლეთი უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს

31/05/2023 18:13:24 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს.

"დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში დაეხმაროს. ეს არის ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რადგან ის, რაც მოხდება მომდევნო რამდენიმე თვეში, გვთავაზობს შანსს ხანგრძლივი მშვიდობისთვის", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინის არმია მზადაა კონტრშეტევისთვის. მისი თქმით, უკრაინა საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე დგას და შეცდომის უფლება არ აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S