Accentnews.ge
უშაკოვი: პუტინი ერდოღანის ინაუგურაციას არ დაესწრება

უშაკოვი: პუტინი ერდოღანის ინაუგურაციას არ დაესწრება

31/05/2023 18:06:07 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას არ დაესწრება, – ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. მას მიზეზი არ დაუსახელებია.

მისი თქმით, თურქეთში საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ჩავა.

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო.

ერდოღანის ინაუგურაციის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, ის 3 ივნისს გაიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S