ევროკავშირი მოლდოვას 1,6 მლრდ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს გამოუყოფს
31/05/2023 17:10:07 მსოფლიო
ევროკავშირი მოლდოვას ახალ, 1,6 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენი მიზანი იყო, მიგვეღწია 600 მილიონი ევროს დამატებითი ინვესტიციებისთვის, ხოლო კარგი ამბავი არის ის, რომ ჩვენ თითქმის გავასამმაგებთ ამ რაოდენობას, რომელიც 1,6 მილიარდი ევრო იქნება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვნად გაზრდის ბლოკის დელეგაციის პერსონალს კიშინიოვში, რათა უზრუნველყოს მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე რეფორმების წარმატებით განხორციელება.


