საქართველოს პრეზიდენტი: „მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ აფხაზეთში აქციაზე გამოვიდა და ეკავა ბანერი წარწერით "აფხაზეთს არ დავუთმობთ რუსებს“
31/05/2023 13:55:15 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი იმ დემონსტრანტების გვერდით დგას, ვინც გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში აქციაზე გამოვიდა და ეკავა ბანერი წარწერით "აფხაზეთს არ დავუთმობთ რუსებს“.
„როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპულ მომავალისთვის, ეს, ასევე, ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს. იმიტომ, რომ ეს მომავალი მათთვისაც არის. ეს არის ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას. მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციაზე გამოვიდა და ეკავა ბანერი წარწერით "აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.


