
ბრაზილიაში, სასტუმროში ქართველი ტურისტი მოკლეს
31/05/2023 12:13:47 საზოგადოება
ბრაზილიაში, ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 31 წლის კაცის ცხედარი სასტუმროს თანამშრომელმა აღმოაჩინა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
"ბრაზილიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩო კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ადგილობრივი მედია წერს, რომ კაცი სასტუმროში ეჭვმიტანილთან ერთად შევიდა, რომელიც უკვე დაკავებულია. ბრაზილიური მედიის ცნობით, დაკავებულს თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.