უკრაინის სასაზღვრო სამსახური: რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე რუსებმა გზა ააფეთქეს
31/05/2023 12:06:01 მსოფლიო
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელის ანდრეი დემჩენკოს განცხადებით, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე რუსებმა გზა ააფეთქეს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება რუსული მხრიდან 30 მაისს მოხდა.
"რუსებმა ჩერნიგოვიდან ბრიანსკამდე მიმავალი გზა, სავარაუდოდ, ოლქის ცენტრზე უკრაინელებზე თავდასხმის შიშით ააფეთქეს", – განაცხადა დემჩენკომ.
"სამი დის" მონუმენტი გომელის, ბრიანსკისა და ჩერნიგოვის ოლქების საზღვარზე 1975 წელს ააგეს.


