ბელგოროდში ბავშვების ევაკუაციას იწყებენ
31/05/2023 11:25:58 მსოფლიო
ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სასაზღვრო ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლება ბავშვების ევაკუაციას დაიწყებს.
"ბავშვებს უსაფრთხო ადგილებზე გადავიყვანთ. შებეკინოს და გრაივორონსკის რაიონებიდან პირველი სამასი ბავშვი ვორონეჟში გაიგზავნება", - დაწერა გლადკოვმა სოციალურ ქსელში.
30 მაისს თავდასხმა მოხდა ბელგოროდის რეგიონის შებეკინოს არეალში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და ბოლო კვირებში რამდენიმე იერიშის სამიზნე გახდა. ამის გამო სამოქალაქო პირები დროებით თავშესაფრებს აფარებენ თავს.
ადგილობრივი ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს. კიევი ბრალდებებს უარყოფს.


