
ჩრდილოეთ ოსეთი: წყალდიდობამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან მდებარე გზა წაიღო
31/05/2023 10:44:36 საზოგადოება
ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი სერგეი მენიაილო აცხადებს, რომ წყალდიდობამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან ფედერალური გზატკეცილი წაიღო.
„ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალდიდობების სეზონის გამო საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. სახიფათო მონაკვეთი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მოვინახულეთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბევრი რამ დამოკიდებულია თოვლის დნობის აქტივობაზე და ნალექის ოდენობაზე", - წერს მენიაილო სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, 2023 წელს წვიმებისა და თბილი ამინდის გამო მდინარე თერგში წყლის დონემ მოიმატა.
„ამ გზას "როსავტოდორი" ემსახურება, ერთად ვატარებთ პრევენციულ ზომებს. ნაპირს ბლოკებით ვამაგრებთ, მუშაობს საავარიო სამსახურები. სიტუაციას ვაკვირდებით. სპეციალისტების შეფასებით, მიმდებარე დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება“, - დასძინა რეგიონის ხელმძღვანელმა.
საზღვრის ქართულ მხარეს რაიმე სახის სირთულეების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ 29 მაისს, საღამოს ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნოგირსა და მიხაილოვსკოეს შორის მდინარე თერგზე არსებულ ხიდის ნაწილი ჩამოინგრა. მომდარის შედეგად არავინ დაშავებულა.