ევროკომისიის პრეზიდენტი: „გავიგე, რომ ომის მიზეზებს განიხილავდით, რუსეთმა ეს არაპროვოცირებული ომი მიზეზის გარეშე დაიწყო"
31/05/2023 10:27:05 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა არაპროვოცირებული იყო.
„გავიგე, რომ აქ, ფორუმზე ამ ომის მიზეზებს განიხილავდით. ნება მომეცით, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი მიზეზის გარეშე, ის შეიჭრა უკრაინაში, რათა ის რუკიდან გაექრო. რუსეთი უარს აცხადებს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე, მაგრამ უკრაინელების ნებამ იბრძოლოს და იყოს თავისუფალი, გააოცა მსოფლიო", – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.
ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ვის გამოსვლას გულისხმობდა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დასავლეთი უკრაინის დახმარებას მანამ გააგრძელებს, ვიდრე საჭრო იქნება.


