რუსეთმა დაკარგა იმ ტანკების 2/3, რომლითაც ომს იწყებდა
31/05/2023 09:11:21 მსოფლიო
უკრაინაში შეეჭრის დღიდან დღემდე რუსული არმიის მიერ დაკარგული ტანკების დადასტურებული რაოდენობა შეჭრის მომენტისთვის არსებულის 2/3-ს შეადგენს, - იუწყება The Insider Oryx-ის 31 მაისის მონაცემებზე დაყრდნობით.
კერძოდ, ომის დაწყების მომენტისთვის რუსეთს დაახლოებით 3000 ბრძოლისუნარიანი ტანკი გააჩნდა, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, 2001 აქვს დაკარგული და ამ რაოდენობის მეოთხედზე მეტი უკრაინელებს ჩაუვარდათ ხელში. კერძოდ, უკრაინელებმა 544 რუსული ტანკი ჩაიგდეს ხელთ, კიდევ 1238 განადგურდა, 106 დაზიანდა, ხოლო 113 მწყობრიდან გამოსულ მდგომარეობაშია მიტოვებული.
ამგვარად, Oryx-ის მონაცემებით, რუსული არმია უკრაინაში დღეში საშუალოდ 4,3 ერთეულ ტანკს კარგავს.
მისივე ინფორმაციით, შედარებით ახალი მოდელების მარაგი ფაქტობრივად ამოწურულია და რუსულ არმიას უწევს, 1950-1960-იანი წლების გამოშვების ტანკები გამოიყენოს.


