ნატო ფინეთში, არქტიკული წრის მიღმა წვრთნებს ატარებს
31/05/2023 06:38:11 მსოფლიო
ნატო ფინეთში, არქტიკული წრის მიღმა წვრთნებს ატარებს.
მანევრებში მონაწილეობას იღებენ მოკავშირეთა 1000 ჯარისკაცი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან, ასევე 6500 ფინელი სამხედრო.
დასავლური მედიის ცნობით, ეს ფინეთის სახმელეთო ძალების ყველაზე მასშტაბური წვრთნებია.
წვრთნები 27 მაისიდან მიმდინარეობს და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მანევრების მიზნად შესაძლო აგრესიისგან ფინეთის დაცვა სახელდება.
ფინეთი ნატო–ს წევრი 2023 წლის 4 აპრილს გახდა.


